TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სპალეტი:“ ხორვატია ძლიერია, მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვსურს“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ხორვატიასთან მატჩის წინ ტრადიციული პრეს-კონფერენცია გამართა.

„ხვალ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება, რომელსაც შეუძლია როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიზანთან მიგვიყვანოს, ასევე ძალიან დიდი იმედგაცრუება მოგვიტანოს, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად მოტივირებულები უნდა ვიყოთ. იტალიის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელში ძალიან დიდ მონდომებასა და მოტივაციას ვხედავ. ესპანეთთან ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ ჩვენ თავდაჯერებულები ვართ.

„ახლა ყოველგვარი საუბარი ზედმეტია, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები, ძალა და მოტივაცია მოედანზე უნდა დავამტკიცოთ, რისი გაკეთებაც ესპანეთთან მატჩში ვერ შევძელით.

„ესპანეთის მსგავსად, ხორვატია ძალიან ტექნიკური და გამოცდილი გუნდია, რომლის წინააღმდეგ ეპიზოდების უკეთ შეფასება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს.

„ცვლილებები ? გასული მატჩის შემდეგ, მე გარკვეულ ცვლილებებზე ვფიქრობ. მე შეცდომა დავუშვი, როდესაც ალბანეთთან შეხვედრის შემდეგ მცირე ცვლილებები არ შევიტანე, თუმცა ესპანეთთან მატჩში გარკვეული დაღლილობა დაგვეტყო და იმავე შეცდომას აღარ გავიმეორებ.

„ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი სასურველი შედეგის მიღწევა იქნება და თუ ამის გასაკეთებლად მომენტებში უშნო ფეხბურთის თამაში დაგვჭირდა, იტალია არც ამაზე იტყვის უარს.

„დიმარკო ? მან გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო და მატჩისთვის მზად არის, თუმცა რამდენას შეუძლია მას 90 წუთი თამაში, ეს ჯერ არ ვიცი.

„მოტივაცია ? ეს ძალიან მარტივია, თუ სასურველ შედეგს არ მივიღებთ, ჩვენ სახლში წავალთ, ეს თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად იცის, ამიტომ დამატებით მოტივაციაზე საუბარი უადგილოა.

„დი ლორენცო ? ის ჩემთვის შვილივით არის, რადგან ჩვენ ერთად ძალიან დიდი დრო გვაქვს გატარებული. ჯოვანი შესანიშნავი ხარისხის მქონე ფეხბურთელია და ამას ერთი შეხვედრა ხაზს ვერ გადაუსვამს. ის მოტივირებულია და ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად არის.“