TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნის ალ-ნასრში ტრანსფერის დეტალები ცნობილია

Tuttosport-მა დაადასტურა, რომ იუვენტუსსა და ალ-ნასრს შორის ვოიცეხ შესნის ტრანსფერის თაობაზე ყველა დეტალი შეთანხმებულია.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი 34 წლის კარის დარაჯის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს, მისი წასვლით კი გუნდი პოლონელისთვის გადასახდელი ხელფასის სახით TAX-ების ჩათვლით 14 მილიონ ევროს დაზოგავს.

შესნიმ ტურინული გრანდის მაისურით 252 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 233 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 103-ჯერ შეინახა. მას გუნდში სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო კიპერი მიკელე დი გრეგორიო ჩაანაცვლებს.