TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი საზაფხულო ტურნეს დაწყებამდე მინიმუმ 2 ტრანსფერს ითხოვს

ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსის ხელმძღვანელბას სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურობას და ტრანსფერების მაქსიმალურად მოკლე დროში დახურვას სთხოვს.

იუვენტუსი კონტინასას ბაზაზე მუშაობას 10 ივლისს განაახლებს და SportMediaset-ის ინფორმაციით, სპალეტის სურს, რომ ამ დროისთვის იუვენტუსს მინიმუმ ერთი ფორვარდი და ახალი მეკარე გაფორმებული ჰყავდეს.

იუვენტუსი სტანდარდ ლიეჟთან ამხანაგურ მატჩს ბელგიაში 25 ივლისს გამართავს, რის შემდეგაც გუნდი ჯერ ჩინეთში გაემგზავრება, ტურნეს კი ავსტრალიაში დაასრულებს. იუვენტუსი პროცესში ჩელსის, ინტერსა და პალერმოს დაუპირისპირდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).