TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა და ატლეტიკომ ობლაკის ტრანსფერიც განიხილეს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მხარეებმა იან ობლაკის შესაძლო ტრანსფერიც განიხილეს.

იუვენტუსი გამოცდილი კარის დარაჯის ძიებას აგრძელებს და 33 წლის ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნებს იდეალურად აკმაყოფილებს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ატლეტიკო სლოვენიელის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც პრობლემა არ იქნება. მთავარი დაბრკოლება ფეხბურთელის მაღალი ხელფასი – 10 მილიონი და ბონუსებია.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).