სპალეტი სალაჰის იუვენტუსში მოყვანას ცდილობს
იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ლივერპულის მოჰამედ სალაჰის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ეგვიპტელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს პირადად ლუჩიანო სპალეტი აწარმოებს. იტალიელი სპეციალისტი სალაჰს რომაში ყოფნის დროიდან იცნობს და მომდევნო სეზონში მისი გუნდში ხილვა სურს.
სალაჰის ლივერპულიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია და ის ახალი გუნდის თაობაზე გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
