TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სპალეტი:“ იტალიის ნაკრების წარუმატებლობა პირველ რიგში ჩემი ბრალია“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, რომელშიც აძური დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა, კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან დაბალი ტემპით ვთამაშობდით და ბურთის გაკონტროლება გვიჭირდა, რაც ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენების საშუალებას არ გვაძლევდა.

„გასული მატჩების შემდეგ მე ვთქვი, რომ ჩვენ როტაცია და დასვენებული ფეხბურთელების გამოყვანა გვჭირდებოდა, რაც ამ შეხვედრაში გავაკეთეთ, მაგრამ მატჩის ინტენსიობა უცვლელი დარჩა.

„ამ მარცხმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ნაკრები უნდა შეიცვალოს. ჩვენ უფრო სწრაფები უნდა გავხდეთ და მეტად ინტენსიური თამაში შეგვეძლოს.

„ჩვენ მომავალში გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც უფრო ბევრი სირბილი და მაღალი ინტენსიობით თამაში შეუძლიათ, სხვაგვარად მეტოქის პრესინგის დაძლევა ძალიან რთულდება.

„ჩემი მომავალი ? ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ყოველთვის მწვრთნელზე მოდის, რადგან გადაწყვეტილებებს სწორედ მწვრთნელი იღებს. მე გრავინასთან ვისაუბრებ და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.

„არის თუ არა ეს იტალიის მაქსიმუმი ამ მომენტში ? არ ვიცი. წინა მწვრთნელებს დიდ ტურნირამდე მინიმუმ 20-25 მატჩის გამართვის საშუალება ჰქონდათ, მათ შეეძლოთ ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ, მე კი მოსამზადებლად ბევრი დრო არ მქონია, თუმცა მწვრთნელი მე ვარ და პასუხისმგებლობაცას მე ვიღებ.“