იუვე მორატას დაბრუნებას გეგმავს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის იუვენტუსში ალვარო მორატას დაბრუნება სურს.
ტურინული გრანდის რიგებს მოიზე კინი უახლოეს პერიოდში დატოვებს და ფიორენტინას შეუერთდება, გუნდში დარჩენა არც არკადიუშ მილიკს აქვს გარანტირებული, ამიტომ ბიანკონერის მინიმუმ ერთი ფორვარდის გაფორმება მოუწევს.
წყაროს ცნობით, ტიაგო მოტასა და კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე ალვარო მორატაა, მისი გამოსყიდვა ტურინულ გრანდს 12 მილიონ ევროდ შეუძლია, თუმცა პრობლემა ესპანელის მაღალი ხელფასი – 7 მილიონი ევროა.
ალვაროს იუვენტუსში დაბრუნება უნდა და ხელფასის შემცირების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ბიანკონერის აჩქარება მოუწევს, რადგან მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული და არაბული გუნდი იჩენს.