სპალეტი მინიმუმ 4 მაღალი დონის ტრანსფერის განხორციელებას ითხოვს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი ზაფხულში მინიმუმ 4 ტოპ ტრანსფერის განხორციელებას ითხოვს.
წყაროს ცნობით, ლუჩიანოს ერთი ფორვარდის, მინიმუმ ერთი ნახევარმცველის, ფლანგის მცველის და ცენტრალური მცველის დამატება უნდა.
სკირას თქმით, იუვენტუსი დიდი ალბათობით ზაფხულში ხუან კაბალსა და ფედერიკო გატის დაემშვიდობება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
