სპალეტის იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გაოფიციალურებაღა აკლია
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში დარჩენა გადაწყვეტილია და ამას გაოფიციალურებაღა აკლია.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იტალიელი სპეციალისტის შენარჩნებას გეგმავს და მათ გადაწყვეტილებას სატურნირო ცხრილი და გუნდის საბოლოო პოზიცია ვერ შეცვლის.
იუვენტუსი მიიჩნევს, რომ ლუჩიანო არის იდეალური მწვრთნელი, რომელსაც როგორც სანახაობრივი, ასევე შედეგიანი და ტიტულებზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაში შეუძლია.
სპალეტის წლიური გასამრჯელო დაახლოებით 6 მილიონი ევრო იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
