TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი, ილდისი და მაკკენი ახალ კონტრაქტებს უახლოეს პერიოდში გააფორმებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, თებერვალი იუვენტუსისთვის დატვირთული თვე იქნება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინული გრანდი მომდევნო კვირებში ლუჩიანო სპალეტის, კენან ილდისისა და უესტონ მაკკენის კონტრაქტების გახანგრძლივებას გეგმავს.

ილდისი ხელშეკრულებას 2031 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 6 მილიონამდე გაიზრდება.

მაკკენი ტურინულ გრანდთან კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს, შემდგომში კიდევ ერთი წლით გარძელების პერსპექტივით. მისი ხელფასი 4-4.5 მილიონამდე გაიზრდება.

სპალეტის რაც შეეხება, იტალიელი სპეციალისტი ტურინულ გრანდს მინიმუმ 2028 წლამდე უხელმძღვანელებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !