სპალეტი გონსალესის იუვენტუსში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის
იუვენტუსი ნიკო გონსალესის თაობაზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს და თუ ატლეტიკო კონტრაქტში მითითებულ თანხას არ გადაიხდის, არგენტინელი ტურინში დაბრუნდება.
ატლეტიკოს ნიკოს გამოსყიდვა 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია და ჩოლო სიმეონეს მისი შენარჩუნება სურს, თუმცა ესპანურ გრანდს მითითებული თანხის გადახდა არ უნდა და იუვენტუსთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
Tuttosport-ის ცნობით, სპალეტი გონსალესს მაღალი დონის ფეხბურთელად მიიჩნევს და მარჯვენა ფლანგზე კონსეისაუ-გონსალესის როტაციის წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
