ბალერდისთვის იუვენტუსი და მილანი იბრძოლებენ
იუვენტუსი მარსელის მცველის ლეონარდო ბალერდის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდი არგენტინელის გაფორმებას იანვარში ცდილობდა და ზაფხულში ის დაცვის გასაძლიერებლად ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსს კონკურენციას მილანი გაუწევს. ფრანგებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონის მიღება სურთ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
