ასტონ ვილას კიპერი იუვენტუსის სიაში…
იუვენტუსი მიკელე დი გრეგორიოს პოტენციური შემცვლელების ძიებას აქტიურად აგრძელებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი პოტენციური სამიზნე ასტონ ვილას კარის დარაჯი ემილიანო მარტინესია.
წყაროს ცნობით, იუვენტუსმა არგენტინელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და გამორიცხული არ არის, მომდევნო კვირებში მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
