TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

Sky: მოტას ლეჩესთან მატჩში მხოლოდ 13 ფეხბურთელი ეყოლება…

Sky Sport-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ლეჩესთან მატჩისთვის ლაზარეთიდან ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ დაბრუნდება, ამიტომ კიპერების გარდა ტიაგო მოტას განკარგულებაში მხოლოდ 11 ფეხბურთელი იქნება.

წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩი და მაკკენი განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებენ, ამიტომ მათი ხილვა მომდევნო შეხვედრაში გამორიცხულია, ტრავმირებულთა სიას კი ამჯერად ნიკოლო სავონა შეემატა, ვინც სავარაუდოდ მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს.

ტიაგო მოტას მომდევნო შეხვედრაში დიდი ალბათობით აჯიჩის  ბრემერის, კაბალის, ლუისის, გონსალესის, მაკკენის, მილიკის, ვლაჰოვიჩის და სავონას გარეშე მოუწევს ფონს გასვლა…