კაპელო:“ იუვე ვითარდება, მაგრამ მათ შეტევაში პრობლემები უნდა მოაგვარონ“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.
„ვფიქრობ, იუვენტუსის პროგრესი სეზონის სტარტიდან მოყოლებული აშკარაა. გუნდი დაცვაში ორგანიზებულია, ბურთს კარგად აკონტროლებს და მომენტებსაც ქმნის, თუმცა პრობლემა მათი გამოუყენებლობაა.
„ტიაგო მოტას შეტევაშ არსებული პრობლემების მოგვარება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში იუვეს ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდება.“