სკანავინო:“ პოგბას თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ“
იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო სკანავინომ პოლ პოგბას მომავალთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა.
„პოგბას სიტუაცია ? ჩვენ მის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. პოგბა დიდებული ფეხბურთელია, ვისაც მაღალ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ ბოლო 2 წელიწადში მან ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო თამაში ვერ შეძლო.
„ჩვენ ყველა ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. ასეა თუ ისე, ჩვენ პოლთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.“