TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ტურამის თაობაზე მიღებულ წინადადებებს განიხილავს

რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხეფრენ ტურამის გაყიდვას არ გამორიცხავს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ფრანგის თაობაზე მიღებულ წინადადებებს განიხილავს და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში ფრანგს გაყიდის.

იუვენტუსი ტურამის სანაცვლოდ დაახლოებით 40-45 მილიონს ითხოვს. მას მსურველები ინგლისში ჰყავს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).