არა მხოლოდ იუვენტუსი, მამარდას იტალიაში 3 მსურველი ჰყავს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის გაფორმებით იტალიაში იუვენტუსის გარდა ინტერი და ფიორენტინა ინტერესდებიან.
წყაროს ცნობით, სამივე იტალიური გუნდი ქართველი კარის დარაჯის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას ეცდება.
გამოცემის ინფორმაციით, ლივერპულმა შესაძლოა მამარდას გაშვებაზე და მისთვის მეტი სათამაშო პრაქტიკის მიცემაზე თანხმობა განაცხადოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
