TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სიტი კამბიაზოს ტრანსფერის დახურვას დღეს ეცდება

მანჩესტერ სიტი ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, გუნდებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება და ინგლისელები ტრანსფერის დახურვას ეცდებიან.

სიტი იუვენტუსს კამბიაზოს სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 65 მილიონ ევროს სთავაზობს, იუვენტუსი კი მინიმუმ 75-80 მილიონს ითხოვს.

კამბიაზომ ინგლისელებთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება.

error: დაცული კონტენტი !