სილვა იუვენტუსში გადასვლას სერიოზულად განიხილავს
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფეხბურთელთან არაერთი პოზიტიური მოლაპარაკება გამართა.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა პორტუგალიელს გუნდის პროექტი წარუდგინა და სილვა იუვენტუსის ამბიციებით კმაყოფილი დარჩა.
გამოცემის თქმით, სილვას მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული, ამერიკული და არაბული გუნდი იჩენს, მაგრამ ამ მომენტისთვის ტურინელთა ერთადერთი რეალური კონკურენტი ბარსელონაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
