ატლეტიკო გონსალესის თაობაზე იუვენტუსთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ატლეტიკო ნიკო გონსალესის გამოსასყიდი თანხის – 32 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, ესპანელები იმედოვნებენ, რომ იუვენტუსი არგენტინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის შემცირებას დათანხმდება.
ლუჩიანო სპალეტი თავის მხრივ გონსალესის იუვენტუსში დაბრუნებისა და მისი შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, ამიტომ ატლეტიკოს იტალიელებთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდებათ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
