TuttoJuve

Juve per sempre sarà

შტუტგარტის ნახევარმცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში

იუვენტუსი შტუტგარტის ნახევარმცველის ანჯელო სტილერის ტრანსფერით ინტერესდება.

ტურინული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტი ზაფხულში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება იქნება და იუვენტუსი ამ პოზიციაზე მინიმუმ 2 ფეხბურთელის გაფორმებას გეგმავს.

ლუკა მომბლანოს ცნობით, იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე 25 წლის გერმანელი ფეხბურთელია. მის აქტივში მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ტურინულ გრანდს გერმანელის გაფორმება მინიმუმ 45-50 მილიონი დაუჯდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !