სანდრო:“ იუვენტუსში გული დავტოვე“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალექს სანდრომ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„მილანთან მატჩი ? როსონერის წინააღმდეგ დაპირისპირება ჩემთვის იუვეს რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რადგან ეს იტალიური კლასიკაა და ეს ყოველთვის ძალიან კარგი მატჩი გამოდის.
„რა მენატრება იტალიაში ? ყველაფერი, მე ბრაზილიაში დავბრუნდი, თუმცა გული იუვენტუსში და ტურინში დავტოვე.
„იუვე ? გუნდში ახალი პროექტი დაიწყო, ახალი მწვრთნელითა და ფეხბურთელებით. ბიანკონერის ძალიან ახალგაზრდული, პოტენციალით სავსე შემადგენლობა ჰყავს. როგორც იუვენტუსის ქომაგს, იმედი მაქვს, მოტა საჭირო ბალანსს იპოვნის და წარმატებებს მიაღწევს.
„ვეა ? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. გასულ სეზონში ტიმოთის დიდწილად დაცვითი მოვალეობების შესრულება უწევდა, თუმცა ის შეტევაში უფრო პროდუქტიულია.
„ილდისი ? მას ბრაზილიელი ფეხბურთელის ტექნიკა და დარტყმა აქვს, ის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია.
„დანილო ? ის ჩემთვის ძმასავით არის და ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრი დრო არ ეძლევა.
„სკუდეტო ? ვფიქრობ, ტიტულისთვის იუვენტუსი, ნაპოლი და ინტერი იბრძოლებენ.“