იუვე მონაკოს ტალანტით ინტერესდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი მონაკოს ფეხბურთელის მანიეს აკლიუჩეს ტრანსფერით ინტერესდება.
22 წლის ფრანგი ფეხბურთელი მონაკოს რიგებში კიდევ ერთ შესანიშნავ სეზონს ატარებს და მისი გაფორმების მსურველების სია დღითი დღე იზრდება.
Tuttomercato-ს ცნობით, მონაკო ახალგაზრდა ვინგერის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს ითხოვს. იუვენტუსს ფეხბურთელის ტრანსფერში კონკურენციას ნაპოლი და ინგლისური გუნდები გაუწევენ.