TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

საკი:“ როგორც იქნა, იუვენტუსმა გუნდური თამაში დაიწყო“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ იუვენტუსი – სიტის მატჩი შეაფასა.

„არც თუ ისე კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, იუვენტუსი მეორე ტაიმში მოედანზე გაცილებით მოტივირებული და გაბედული გამოვიდა, რაც დიდწილად ტიაგო მოტას დამსახურებაა.

„იუვენტუსმა აჩვენა გუნდური თამაში, თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯებოდა და ამან შედეგი გამოიღო კიდეც.

„მოტას გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვფიქრობ, ის დიდებული მწვრთნელია. ტიაგოს ბოლონიაში ყოფნის დროს მე მის სავარჯიშო სესიებს რამდენჯერმე დავესწარი და გარწმუნებთ, მან იცის, თუ რას აკეთებს.“