საკი:“ იუვენტუსი – ინტერი უმაღლესი დონის დაპირისპირება იქნება“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ იუვენტუსი – ინტერის მატჩზე ისაუბრა.
„ნაპოლიმ ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა, რაც ინტერს სატურნირო ცხრილში გალიდერების შანსს აძლევს, თუმცა ნერაძურის ტურინში წინ ძალიან რთლი მატჩი ელოდება.
„მე დღეს უმაღლესი დონის დაპირისპირებას ველოდები, როგორც ტექნიკური, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით. ეს სეზონის გადამწყვეტი ფაზაა და თითოეულ ქულას ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„იუვენტუსმა თავისი პოზიციები უნდა გაიმყაროს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნდეს, ინტერი კი სკუდეტოსთვის ბრძოლას განაგრძობს და უფლება არ აქვს, ნაპოლის კრიზისით არ ისარგებლოს.
„ფავორიტი ? ინტერი მოქმედი ჩემპიონია და ინძაგის გუნდი ტიტულისთვის იბრძვის, მაგრამ იუვენტუსი სახლში თამაშობს, ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია და მარტივად არაფერს დათმობს. ეს თანაბარი ბრძოლა იქნება, რომლის შედეგსაც მცირე ეპიზოდები გადაწყვეტენ.“