TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა დი გრეგორიო გამოისყიდა

იუვენტუსმა მონცადან მიკელე დი გრეგორიო საბოლოოდ გამოისყიდა და იტალიელი კიპერი ტურინული გრანდის სრულფასოვანი წევრი გახდა.

იუვენტუსს დი გრეგორიოს გამოსყიდვა 13.5 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი ევრო დაემატება.

მიკელემ იუვენტუსთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი გასამრჯელო სეზონში 2.2 მილიონი ევრო იქნება.

error: დაცული კონტენტი !