საბატინი:“ მაგიური სტარტი ჩემპიონთა ლიგაზე, ეს შესაძლოა რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისია“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ პსვ-სთან იუვენტუსის მატჩი შეაფასა.
„685 დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებულმა იუვენტუსმა დიდებულ ფორმაში მყოფი პსვ მიიღო და ტიაგო მოტას გუნდმა მაგიური სტარტი აიღო.
„დელ პიეროს სტილში გატანილი ილდისის დიდებული გოლი, ნოსტალგია, ქომაგების ენთუზიაზმი და მაგიური 10-ნომრიანი მაისური.
„სხვა მეგოლეებიც შესანიშნავები იყვნენ, მაკკენიმ ახალ იუვენტუსში საკუთარი თავი იპოვნა და არ გამიკვირდება, თუ მოტა მას დუგლას ლუისზე წინ აირჩევს.
„ძალიან კარგი გონსალესი, მას კვლავ კიეზას ადარებენ და ნიკომ კრიტიკოსებს ძალიან კარგი პასუხი გასცა. იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერად დაბრუნდა და არ გამორვრიცხავ, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისია.“