არსენალი ვლაჰოვიჩის გაფორმებას იანვარში ეცდება
გამოცემა CaughtOffside-ს ინფორმაციით, არსენალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებას ეცდება.
არსენალი სერბი ფორვარდის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს და წყაროს ცნობით, მეთოფეები ტურინულ გრანდთან მოლაპარაკებების განახლებას იანვარში გეგმავენ.
გამოცემის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის კონტრაქტის სიტუაციის გამო, რასაც ფეხბურთელის არც თუ ისე კარგი ფორმა ემატება, იუვენტუსმა შესაძლოა დუშანი გაუშვას და სანაცვლოდ ლილიდან ჯონათან დევიდი გაიფორმოს, ვისი კონტრაქტიც ფრანგებთან სეზონის ბოლოს იწურება და იანვარში იუვენტუსს კანადელის გაფორმება ხელსაყრელ ფასად შეეძლება.