TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

საბატინი:“ იუვე იტალიაში ყველასათვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ვალტერ საბატინიმ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„გადახალისებული იუვენტუსი ? ვფიქრობ, იუვენტუსი იტალიაში ნებისმიერი გუნდისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. მნიშვნელოვანი თანხების დახარჯვის პარალელურად, იუვენტუსი აქტიურად იყენების გუნდის აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებს, მათ შემადგნელობაში ჰყავთ 2004, 2005 წელს დაბადებული ახალგაზრდები, მაგალითად ილდისი, ვინც ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია.

„იუვენტუსმა NextGen-ის პროექტის შექმნით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და დღეს ვხედავთ, რომ გაღებული ინვესტიცია სწორი გადაწყვეტილება იყო.

„მოტა ? ის იუვენტუსში გვაჩვენებს იმ ფეხბურთს, რომლითაც ბოლონიამ გასულ სეზონში დიდებულ შედეგებს მიაღწია: კომპაქტური, ინტენსიური ფეხბურთი, უნიკალური ტაქტიკური იდეები და უმაღლესი დონის ფეხბურთელები, რომლებსაც მწვრთნელის დავალებების შესრულება შეუძლიათ.

„ვლაჰოვიჩი ? დარწმუნებული ვარ, დუშანი ამ სეზონში ბევრ გოლს გაიტანს. მოტამ ზირკზეესთანაც დიდებულად ითამაშა, ჯოშუას ბოლონიაში გადასვლამდე გოლების გატანა უჭირდა, თუმცა ტიაგომ მისი საგრძნობლად განვითარება შეძლო.

„კოპმეინერსი ? ტეუნის ხარისხსა და თვისებებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, ის გასულ წლებში ატალანტას საუკეთესო ფეხბურთელი იყო.“