TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომანო:“ კოპმეიენრსი იუვეს აბსოლუტური პრიორიტეტია, სანჩო და ტოდიბო…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ იუვენტუსის სატრანსფერი გეგმებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, იუვენტუსი მომდევნო კვირებში კიდევ მინიმუმ 2-3 ტრანსფერს განახორციელებს. ახლა მათი პრიორიტეტი ტეუნ კოპმეიენრსია, გუნდის ხელმძღვანელობამ ნიდერლანდელის ტრანსფერზე მნიშვნელოვანი თანხის დახარჯვა გადაწყვიტა. იუვეს ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება მიღწეული აქვს და ოფიცაილურ წინადადებას ატალანტას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

„გუნდის სიაში რჩება ჯეიდონ სანჩო, თუმცა მის გასაფორმებლად იუვენტუსს პირველ რიგში ფედერიკო კიეზას გაყიდვა მოუწევს, ვის სანაცვლოდაც ბიანკონერის ჯერ ოფიციალური წინადადება არ მიუღია. იუვე კიეზას პროექტიდან მოკვეთას არ აპირებს, თუმცა ერთი რამ ნათელია, ფედერიკო ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და გუნდი მის გაყიდვას ეცდება.

„ამის გარდა, ჯუნტოლი დაცვის ხაზის გაძლიერებასაც აპირებს. ნიცასა და იუვენტუსს შორის ტოდიბოს თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ჯუნტოლი მას უკვე დიდი ხანია აკვირდება და მის გასაფორმებლად ძალებს არ დაიშურებს.“