TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომანო:“ კალაფიორის პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია, მაგრამ…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ რიკარდო კაალფიორის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„კალაფიორის პრიორიტეტი იუვენტუსში გადასვლა და ტიაგო მოტასთან ერთად მუშაობის გაგრძელებაა. მასსა და ტურინელებს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა ბოლონიასთან საერთო ენის გამონახვა მარტივი არ იქნება.

„ბოლონია ტიაგო მოტას იუვენტუსში გადასვლის გამო უკმაყოფილოა, გუნდებს შორის სიტუაცია არც თუ ისე კარგია, ამიტომ როსობლუს ფეხბურთელის იტალიის ფარგლებს გარეთ უფრო სარფიანად გაყიდვა სურს.“