TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტიჩს ჯვარედინი იოგების დაზიანება დაუდასტურდა

როგორც მოსალოდნელი იყო, იუვენტუსის და სერბეთის ნაკრების ფეხბურთელის ფილიპ კოსტიჩის ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა.

კოსტიჩმა ტრავმა ინგლისთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და როგორც შემდგომში დადასტურდა, მას მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგების ნაწილობრივი დაზიანება აქვს.

სერბეთის ნაკრების ოფიციალური განცხადების მიხედვით, კოსტიჩი განმეორებით შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის, რის შემდეგაც მისი ტრავმის სირთულე და მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო გახდება ცნობილი.