რომამ სულესთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, რომამ მატიას სულესთან 5-წლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
წყაროს ცნობით, რომაში გადასვლსი შემთხვევაში სულე გუნდში 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება და მისი გასამრჯელო სეზონში 2 მილიონი იქნება.
მოლაპარაკებები გრძელდება გუნდებს შორის. იუვენტუსმა ჯალოროსის ბოლო წინადადებაზე უარი თქვა და ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონსა და ბონუსებს ითხოვს.