TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ორეჯა:“ რაბიომ ტურინში გატარებულ 5 წელში 6 კარგი თვე ჩაატარა, ის არავის მოენატრება“

იტალიელმა ჟურნალისტმა და Tuttosport-ის ყოფილმა დირექტორმა ვიტორიო ორეჯამ გუნდიდან ადრიენ რაბიოს წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„რაბიომ იუვენტუსში გატარებულ 5 წელიწადში ნამდვილი ჩემპიონის მსგავსად მხოლოდ 6 თვე ითამაშა. რაბიოსთვის 7.5 მილიონის გადახდა ფულის გადაყრა იქნებოდა. მისი გუნდიდან წასვლა ტურინულ გრანდს არ დააზარალებს.“

ფრანგმა ფეხბურთელმა იუვენტუსის რიგებში 212 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მან თავი 22 გოლითა და 15 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.