დიბალამ არაბეთში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, რომა კიეზას გაფორმებას ეცდება
Tuttomercato-ს ინფორმაციით, რომას ფორვარდმა პაულო დიბალამ არაბული ალ-ქადსიას რიგებში თამაშზე თანხმობა განაცხადა.
არაბული გუნდი არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტში არსებულ გამოსასყიდ პუნქტს გაააქტიურებს და 12 მილიონ ევროს გადაიხდის, თავად დიბალა გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში გასამრჯელოს სახით 30 მილიონ ევროს მიიღებს.
დიბალას წასვლის შემდეგ, რომა იუვენტუსიდან ფედერიკო კიეზას გაფორმებას ეცდება, ვისი გუნდში ხილვაც პირადად დანიელე დე როსის სურს.