TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს გონსალესის ტრანსფერის დახურვა კვირის ბოლომდე სურს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალბერტ გუდმუნდსონის ფიორენტინაში ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დადასტურდება, რაც თავის მხრივ ნიკო გონსალესს იუვენტუსში გადასასლვლეად გზას გაუსხნის.

ფიორენტინას პრეზიდენტის როკო კომისოს პოზიციის მიუხედავად, ვისაც არგენტინელის იუვენტუსში გაშვება არ სურს, ფეხბურთელმა გუნდის ხელმძღვანელობას ტურინში გაშვება სთხოვა და დიდი ალბათობით ფიორენტინა მას გუნდში ძალით არ გააჩერებს.

იუვენტუსს 26 წლის არგენტინელი გარემარბის ოფიციალურად გაფორმება კვირის ბოლომდე სურს. ტიაგო მოტა იმედოვნებს, რომ ის კომოსთან მატჩში გუნდის განაცხადში იქნება.