TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტას იუვენტუსის შეტევაში ილდისი-ვლაჰოვიჩი-სულეს ხილვა სურს

SportItalia-ს ინფორმაციით, ტიაგო მოტამ კრისტიანო ჯუნტოლის მატიას სულეს შენარჩუნების სურვილი კიდევ ერთხელ დაუფიქსირა.

წყაროს ცნობით, იტალო-ბრაზილიელ სპეციალისტს მომდევნო სეზონში ტურინული გრანდის ძირითად შემადგენლობაში კენან ილდისის, დუშან ვლაჰოვიჩისა და მატიას სულეს ტრიოს ხილვა სურს.

სულეს ტურინში დარჩენა დიდი ალბათობით ფედერიკო კიეზას წასვლას ნიშნავს, იტალიელი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და მის გაყიდვას მწვანე შუქი უკვე აუნთო.