სულეს შემდეგ, რომამ შესაძლოა კიეზას ტრანსფერზე მუშაობა განაახლოს
იტალიური მედიის ინფორმაციით, მატიას სულეს გაფორმების მიუხედავად რომა ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესს არ კარგავს.
Il Messaggero-ს ცნობით, ჯალოროსი იუვენტუსთან კიეზას თაობაზე მოლაპარაკებებს სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს განაახლებს და მის შედარებით იაფად გაფორმებას ეცდება.
წყაროს ინფორმაციით, ჯალოროსის ფედერიკოს 17-18 მილიონ ევროდ გაფორმება სურს.