ბრემერის ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია
გლეისონ ბრემერმა დღეს იუვენტუსთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა და იტალიურ მედიაში ახალი ხელშეკრულების დეტალეი გავრცელდა.
ალფრედო პედულას ინფორამციით, ბრემერის წლიური გასამრჯელო 5 მილიონიდან 6 მილიონ ევრომდე გაიზარდა, მისი გამოსასყიდი თანხა კი მომდევნო ზაფხულიდან არა 60, არამედ 70 მილიონი ევრო იქნება.
ბრემერი იუვენტუსის ახალი პორექტის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტი გახლდათ.