რავეცანი:“ ვლაჰოვიჩი თავს ალეგრის ყოფნით ვეღარ გაიმართლებს“
იტალიური გამოცემა Telelombardia-ს დირექტორმა ფაბიო რავეცანიმ დუშან ვლაჰოვიჩი გააკრიტიკა.
„2 წლის განმავლობაში ვლაჰოვიჩის თავის გასამართლებელი საბუთი მაქს ალეგრი და მისი თამაშის სტილი იყო, ტიაგო მოტასთან კი მან უნდა დაამტკიცოს, რომ არის ჩემპიონი, თუმცა ჯერჯერობით ამის გაკეთებას ვერ ახერხებს.
„მე კვლავ ვფიქრობ, რომ ის დიდებული ფორვარდია და დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ დუშანი ჯერჯერობით სხვაობის შექმნას ვერ ახერხებს.“