TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიდევ ერთი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე, დანილოს იანვარში წასვლა რეალური ხდება

იუვენტუსის კაპიტანმა დანილომ მონაწილეობა არც ემპოლისთან მატჩში მიიღო და მისი გუნდიდან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშ წასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

თუ მაქს ალეგრის გუნდში ბრაზილიელი შეუცვლელ ფიგურად მოიაზრებოდა, ის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და 33 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 5 წუთის გატარება მოუწია.

SportItalia-ს ცნობით, თუ მომდევნო მატჩებში სიტუაცია არ შეიცვალა, დანილოს იუვენტუსიდან წასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სულ უფრო რეალური გახდება. მისი მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და ბიანკონერის ფეხბურთელის ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შეუძლია, რასაც დიდი ალბათობით გუნდი არ გამოიყენებს.