რასპადორისთვის იუვენტუსს კონკურენციას 2 გუნდი გაუწევს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჯაკომო რასპადორიმ ნაპოლის ხელმძღვანელობას იანვარში გუნდის დატოვების სურვილი დაუფიქსირა.
წყაროს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და ზამთარში გუნდის დატოვება სურს.
სკირას თქმით, რასპადორის გაფორმებით იუვენტუსი, რომა და ატალანტა ინტერესდებიან. ბიანკონერი ფეხბურთელის ტრანსფერში ნიკოლო ფაჯოლის გამოყენებას ეცდება, ვის მიმართაც ნაპოლი ინტერესს დიდი ხანია იჩენს.