იუვენტუსი მიქაუტაძეს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება
იტალიურ მედიაში იუვენტუსის მხრიდან გიორგი მიქაუტაძეს მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე საუბრები არ წყდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ბიანკონერი ქართველ ფორვარდს ვიცე-ვლაჰოვიჩის პოზიციაზე იდეალურ ფეხბურთელად მოიაზრებს.
ლიონში არსებული ფინანსური პრობლემების ფონზე, რის გამოც გუნდს სეზონის ბოლოს ლიგა 1-დან დისკვალიფიკაცია ემუქრება, ფრანგებს იანვარში ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს და დიდი ალბათობით ერთ-ერთი მათგანი სწორედ მიქაუტაძე იქნება.
იუვენტუსს ქართველი ფეხბურთელის გაფორმება სავარაუდოდ 20 მილიონი ევროს ფარგლებში შეეძლება.