TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რასპადორი-კიეზას ბარტერი გამორიცხული ჯერ კიდევ არ არის…

იტალიური გამოცემა Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ნაპოლის შორის კიეზა-რასპადორის ბარტერი კიდევ განიხილება.

წყაროს ცნობით, რასპადორი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო სეზონში პარტენოპეი მხოლოდ ერთ ტურნირზე ითამაშებს, ის მეტ დროს ვერც 2024/25 წლების სეზონში მიიღებს, ამიტომ გუნდის დატოვება სურს.

გამოცემის ინფორმაციით, ანტონიო კონტეს გუნდში ფედერიკო კიეზას ხილვა უნდა და თუ იუვენტუსმა იტალიელის გაყიდვა უახლოეს პერიოდში ვერ შეძლო, გუნდებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება.