იუვე გერმანელი ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აქტიურად აგრძელებს და იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჰოფენჰაიმის შემტევი მაქსიმილიან ბეიერი გახლავთ.
21 წლის ტალანტმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.
წყაროს ცნობით, გერმანელები ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 25-30 მილიონ ევროს ითხოვენ.