TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლიმ ჰოლმის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

იუვენტუსმა სპეციადან ემილ ჰოლმის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა და უხლოეს დღეებში მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

24 წლის შვედმა ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით ატალანტაში გაატარა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, მაგრამ ლა დეამ მის გამოსყიდვაზე უარი თქვა და ის სპეციაში დააბრუნა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსს ჰოლმის გაფორმება და მისი ჯენოაში განათხოვრება სურს, სადაც ის განვითარებას გააგრძელებს, შემდეგ კი ტურინულ გრანდს დაუბრუნდება.