რა ჭირდება იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად…
სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, სერია ა-ში როგორც ტიტულისთვის, ასევე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა კულმინაციას აღწევს.
ლაციოსთან მოპოვებული ქულის შემდეგ, იუვენტუსი ამ მომენტისთვის 64 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილს იკავებს, თუმცა რომას მიმდინარე ტურში ატალანტასთან მატჩი ელოდება და გამარჯვების შემთხვევაში ჯალოროსი მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლებს.
ატალანტასთან ფრის შემთხვევაში რომა სატურნირო ცხრილში ლაციოს გადაასწრებს, თუმცა იუვენტუსი მე-4 პოზიციას შეინარჩუნებს. იდენტური ქულების დაგროვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში ის გუნდი დაწინაურდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს, თუმცა ამ სეზონში გუნდებმა ორივეჯერ ფრე ითამაშეს, ამიტომ ლიდერის ვიანობა ბურთების სხვაობით გაირკვევა.
ამ მომენტისთვის იუვენტუსს რომასთან შედარებით +2 აქვს, ამიტომ ბერგამოში ფრის შემთხვევაში იუვენტუსი მე-4 ადგილს შეინარჩუნებს, დარჩენილ 2 ტურში კი ბიანკონერის გამარჯვება და რომასთან გოლების სხვაობის შენარჩუნებაზე ზრუნვა მოუწევს.
