TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ იუვემ ლაციოსთან კარგად დაიწყო, თუმცა…“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ლაციოსთან იუვენტუსის მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსმა გასპერინიზე უნდა ილოცოს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. თუ რანიერი ბერგამოში გაიმარჯვებს, ბიანკონერი სეზონის დარულებამდე 2 ტურით ადრე ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

„უნდა ითქვას, რომ იუვენტუსმა ლაციოსთან მატჩი კარგად დაიწყო, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა და დაწინაურდა კიდეც, მაგრამ პიერ კალულუს გაძევებამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

„კალულუს წითელი ბარათი ? ლაციოს ფეხბურთელი მინდორზე გაწვა და იმედი ჰქონდა, რომ საქმეში VAR-ი ჩაერეოდა. ვფიქრობ, ასეთ ეპიზოდში ინგლისში არც კი განიხილავდნენ. ამ ეპიზოდმა იუვენტუსს გამარჯვება წაართვა, რადგან ტუდორმა გუნდი კარგად მოამზადა.“

error: დაცული კონტენტი !