TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დევიდი ნაპოლიში ტრანსფერთან ახლოს არის

იტალიური მედიის ცნობით, ლილის ფორვარდი ჯონათან დევიდი დიდი ალბათობით კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს.

კანადელი ფეხბურთელის კონტრაქტი ფრანგებთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი უფასოდ გაფორმებით არაერთი გუნდი, მათ შორის იუვენტუსი ინტერესდებოდა, თუმცა Il Mattino-ს ცნობით, ფავორიტად ნაპოლი მოიაზრება.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი ამ წუთებში ნაპოლიში იმყოფება, ჯოვანი მანა დევიდის პირადი კონტრაქტის შეთანხმებასა და ტრანსფერის დახურვას ცდილობს…

error: დაცული კონტენტი !